პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდოიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ მოდულის შენობა დატოვა.
ადვოკატი დაკავებულთან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მისი თქმით, ზურაბ იდოოძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
,,ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია მივიღე, რადგან ამ ეტაპზე ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას არ სურს არანაირი განცხადების გაკეთება საჯაროდ. დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ბრალის წაყენება. შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს საღამოს ან ხვალ დილით წაუყენებენ. ამის შემდეგ გადმოგვეცემა საქმის მასალები და დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას”, – განაცხადა დავით მოდებაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ზურაბ იდოიძეს მისი დაკავების პროცესთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია და აცხადებს, რომ დაკავების პროცესში რაიმე სახის გადაცდომა არ ყოფილა.