სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ადვოკატი მოდულის შენობაში დღეს, გვიან ღამით მოინახულებს
სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ადვოკატი მოდულის შენობაში დღეს, გვიან ღამით მოინახულებს

პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ადვოკატი მოდულის შენობაში დღეს გვიან ღამით მოინახულებს.

იდოიძის ინტერესებს ადვოკატი დავით მოდებაძე დაიცავს. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში  საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდოიძის მამას, გოგი იდოიძე სამართალდამცველებმა დასაკითხად წაიყვანეს. როგორც პირველ არხს მეზობლებმა განუცხადეს, დაკითხვის შემდეგ, გოგი იდოიძე ომალოში დაბრუნდა, თუმცა საცხოვრებელი მალევე დატოვა და განაცხადა, რომ თბილისში აპირებდა გამგზავრებას.

ავტორი: თათია ჩავლეშვილი