სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობას თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები სწავლობენ
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობას თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები სწავლობენ, – ამის შესახებ პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათვე ინფორმაციით, შესწავლის შემდეგ მომზადდება დასკვნა, რომელიც მიხედვითაც, მერია გადაწყვეტს საცხოვრებლად ვარგისი იქნება თუ არა კორპუსი.
“თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები დილიდან სწავლობენ სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ კორპუსს, არსებულ ვითარებას, ასევე კორპუსის მდგრადობას. ამის შედეგად მომზადდება დასკვნა რომლის მიხედვითაც, მერიამ უნდა გადაწყვიტოს კორპუსი ვარგისია თუ არა საცხოვრებლად”, – აცხადებენ მერიაში.