სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ვიტალი გეგუჩია „პოსტ ტივის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან).

უწყების ცნობითვე, „პოსტ ტივის“ თანამშრომლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში გამოკითხვაზე იმყოფებიან.