სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 11 დეკემბერს ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.