სპეციალური ტრიბუნალის განაჩენის მიხედვით, რაფიკ ჰარირის მკვლელობაში „ჰეზბოლას“ მონაწილეობაზე მტკიცებულებები არ არსებობს
ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაში „ჰეზბოლას“ მონაწილეობაზე მტკიცებულებები არ არსებობს.
ამის შესახებ ლიბანისთვის შექმნილი სპეციალური ტრიბუნალის განაჩენშია აღნიშნული.
გაეროს მხარდაჭერილი ტრიბუნალის განაჩენში წერია, რომ “ჰეზბოლას“ და სირიის ხელისუფლებას ჰარირის განეიტრალების მოტივები ჰქონდათ, თუმცა რაფიკ ჰარირის ლიკვიდაციის საქმეში არ იკვეთება პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ტერორისტულ თავდასხმაში ლიბანური შიიტური დაჯგუფება ან სირიის მთავრობა იყო ჩართული.
ტრიბუნალის 2 600-გვერდიანი განაჩენის შესავალი, მოსამართლე დევიდ რემ წაიკითხა.
ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი 2005 წელს ააფეთქეს. ტერაქტის შედეგად ჰარირისთან ერთად 21 ადამიანი დაიღუპა, 226 კი დაშავდა.