სპეციალური საგამოძიებო სამსახური პარლამენტს წინადადებით მიმართავს, მოხელისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა დროული გამოძიების მიზნით კანონმდებლობა გადაიხედოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პარლამენტს წინადადებით მიმართავს, მოხელისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა დროული გამოძიების მიზნით კანონმდებლობა გადაიხედოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, მოხელისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა ეფექტური და დროული გამოძიების მიზნით კანონმდებლობა გადაიხედოს. საკანონმდებლო წინადადება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა.

წინადადების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ითხოვს – პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლებას, პატიმრის მიერ სამსახურისთვის საჩივრით დაუბრკოლებლად მიმართვის შესაძლებლობას, დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტურ გამოყენებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოებას და დაზუსტებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუბრკოლებლად გატარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ქცევის მიზნით კომიტეტი მუშაობას დაიწყებს და კანონის პროექტს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.