სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა
პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„ბრალდებული დ.კ. (დაბადებული 1968 წელს) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით, ბრალდებულს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმური „პისიარ“-ტესტირება, რითაც დადასტურდა „კოვიდ-19“. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია.
დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.