სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა

13:14, 16.04.2021

პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ბრალდებული დ.კ. (დაბადებული 1968 წელს) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით, ბრალდებულს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმური „პისიარ“-ტესტირება, რითაც დადასტურდა „კოვიდ-19“. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია.

დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი