სპეციალისტებმა ანტისხეულებით ჩატარებულ ტესტზე წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარზე „სავარაუდო დადებითი“ პასუხი მიიღეს
სპეციალისტებმა ანტისხეულებით ჩატარებულ ტესტზე წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარზე „სავარაუდო დადებითი“ პასუხი მიიღეს

სპეციალისტებმა ანტისხეულებით ჩატარებულ ტესტზე სავარაუდო დადებითი პასუხი მიიღეს ერთ-ერთი მოქალაქის ანალიზზე, რომელიც წყალტუბოს სათნოების სახლის საკვებით სარგებლობდა.

ტესტის შედეგი საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ.

გიორგაძის ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ ე.წ. წყალტუბოს კლასტერის კვლევას და სათნოების სახლის პერსონალისა და ბენეფიციარების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას გეგმავენ.

სათნოების სახლს 180-მდე მომხმარებელი ჰყავს.