სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგ პალესტინელებმა საპროტესტო აქციები გამართეს
სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგ პალესტინელებმა საპროტესტო აქციები გამართეს

სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგ პალესტინელმა არაბებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

ერთი მხრივ, ისრაელს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, მეორე მხრივ ისრაელს და ბაჰრეინს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა პალესტინელებმა როგორც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ასევე ღაზის სექტორში გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციები თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა. „უარვყოფთ ნორმალიზაციას“, – სკანდირებდნენ პალესტინელები ქალაქ ნაბლუსში, ტულკარმში, ჯენინსა და ჰებრონში.

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება არაბულ რეჟიმებს სტაბილურობას ვერ მოუტანს. თეთრ სახლში დაგეგმილ ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრენის საგარეო საქმეთა მინისტრები, აბდულა ბინ ზაიედი და აბდულ-ლატიფ ალ-ზაიანი დაესწრებიან.