„სპარის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - მარაგების ან ფასის ზრდის არანაირი საფრთხე არ არსებობს
დავეთანხმები კოლეგებს, რომ ნამდვილად არანაირი საფრთხე არ არსებობს არც მარაგების და არც ფასის ზრდის. თუნდაც კურსის ცვალებადობა, შესაძლოა, თვენახევრის ან ორი თვის შემდეგ აისახოს პროდუქტის ფასზე, – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „სპარის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, უჩა უგულავამ განაცხადა.
უგულავამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მარაგებისა და სამუშაო რეჟიმის კუთხითაც არანაირი პრობლემა არ არის.
„დავეთანხმები კოლეგებს, რომ ნამდვილად არანაირი საფრთხე არ არსებობს არც მარაგების და არც ფასის ზრდის. თუნდაც კურსის ცვალებადობა, შესაძლოა, თვენახევრის ან ორი თვის შემდეგ აისახოს პროდუქტის ფასზე. ყველა მინდა, დავამშვიდო, რომ მარაგების კუთხით და სამუშაო რეჟიმის კუთხითაც არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა უჩა უგულავამ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.