სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში მოგებული თანხით სოფელ ყარათაკლიის აზერბაიჯანულ სკოლას ქართულენოვანი წიგნები გადასცა
სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში მოგებული თანხით სოფელ ყარათაკლიის აზერბაიჯანულ სკოლას ქართულენოვანი წიგნები გადასცა

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მოგებული 3 000 ლარით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის საშუალო სკოლას ქართულენოვანი წიგნები გადასცა.

სოზარ სუბარმა აზერბაიჯანული საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები დღეს ჩაუტანა.

ამასთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ყარათაკლიის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარიც გადასცა.