სოზარ სუბარი  - ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, მაგრამ მათზე ერთგვარი წნეხი ხდება
სოზარ სუბარი - ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, მაგრამ მათზე ერთგვარი წნეხი ხდება

შეთანხმების იმ ნაწილს რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფას გულისხმობს, მისი ერთი ნაწილი ბუნებრივია, შეიძლება მოხდეს ყოველგვარი საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე. მეორე ნაწილი, რომელიც გულისხმოს საარჩევნო ბარიერის ნულიდან სამ პროცენტამდე განსაზღვრას, ეს ვერ მოხდება, თუკი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შეიკრიბება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარტია „მოქალაქეების“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, როდესაც პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ამომრჩეველს პატივს სცემენ.

„ძალიან კარგია, როდესაც პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები პატივს სცემენ ამომრჩეველს. შესაბამისად, ამომრჩევლისგან მიღებული ხმების პარალელურად, რაც მანდატი აქვს, იმ მანდატს გამოიყენებენ, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფას გულისხმობს, მისი ერთი ნაწილი ბუნებრივია, შეიძლება მოხდეს ყოველგვარი საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე. მეორე ნაწილი, რომელიც გულისხმოს საარჩევნო ბარიერის ნულიდან სამ პროცენტამდე განსაზღვრას, ეს ვერ მოხდება, თუ კი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შეიკრიბება. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა გატარდეს, კარგი იქნება, თუ ისინი გაითვალისწინებენ ამომრჩევლის ნებას და შემოვლენ პარლამენტში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მათ ყოველდღიურად მისდით ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს პარლამენტში შესვლა სურს, მაგრამ ისინი მათზე განხორციელებული გარკვეული წნეხის გამო, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

„ოპოზიცამ საკუთარი თავი მიაყენა კუთხეში და ჩიხში, რადგან აკეთეს ისეთი განცხადებები, რომლის ტყვეობაშიც თავად მოექცნენ და უჭირთ ამის გადალახვა. ოპოზიციის უმრავლესობას ვგულისხმობ. თუმცა არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთ სიტყვაზე. განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს ან მათმა პარტიამ გადალახა, მაგრამ თვითონ უფრო სიღრმეში არიან. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც მართლა გულით უნდათ შემოსვლა. მართლა ხედავენ, რომ ეს ბოიკოტი უაზრობაა. ამის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად მოგვდის. თუმცა იმის გამო, რომ ისინი თავიანთი სიტყვების ტყვეობაში არიან, იმის გამო, რომ ხდება მათზე ერთგვარი წნეხის განხორციელება ისინი დღეს ვერ ახერხებენ პარლამენტში შემოვიდნენ. კარგი იქნება, თუ ამ წნეხზე მაღლა დადგებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.