სოზარ სუბარი - შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ეს არის წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ჩვენი პარტნიორები არ უნდა მოგვიდგნენ
შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს
როგორც სუბარი წერს, იმედი აქვს, გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი – შეერთებულ შტატებში ან კანადაში.
„ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევაც მექნება გაერო-ს წარმომადგენლობისთვის – ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით“, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.