სოზარ სუბარი – შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ეს არის წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ჩვენი პარტნიორები არ უნდა მოგვიდგნენ

13:33, 01.03.2023

შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს

როგორც სუბარი წერს, იმედი აქვს, გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი – შეერთებულ შტატებში ან კანადაში.

„ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევაც მექნება გაერო-ს წარმომადგენლობისთვის – ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით“, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.

მსგავსი