სოზარ სუბარი ნატო ჩხეიძეს - კოსაჩოვთან და კალაშნიკოვთან ერთად როცა ლაპარაკობთ, როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, არ უნდა გეწყინოთ, თუ თქვენს პროდასავლურობაში ეჭვს შევიტანთ
კონსტანტინ კოსაჩოვთან და ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად როცა ლაპარაკობთ, როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, არ უნდა გეწყინოთ, ამის შემდეგ თუ თქვენს პროდასავლურობასა და პრონატოურობაში ეჭვს შევიტანთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ოპოზიციონერ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.
აღნიშნული განცხადება მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ რადგან ავიღე სიტყვა, პასუხი უნდა გაგცეთ. ქალბატონო ნატო, როცა კონსტანტინ კოსაჩოვთან და ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ, როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, ამის მერე თუ თქვენს პროდასავლურობასა და პრონატოურობაში ეჭვს შევიტანთ, ეს ამბავი არ უნდა გეწყინოთ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში რუსეთის დუმის დეპუტატ კალაშნიკოვთან შეხვედრას შეეხო. ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „ათ კალაშნიკოვთან რომ მოუწიოს საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ მის ცნობიერებაზე“.