სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს
სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს

მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი.

„მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე გაიაზრა, რომ მისი ადგილი აღარ არის არც უკრაინაში, ახლა ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს. როგორც პოლიტიკოსი, აღარ არის, ახლა ეძებს ადგილს, სადაც შეუძლია, იტინგიცოს. მას არ აქვს ადგილი, სადაც შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს. უსამშობლოს როცა ვამბობ, მის პირად სიტყვებს ვიხსენებ და არაერთხელ უთქვამს, რომ სიტყვა სამშობლო, ზოგადად, არ არის სწორი. არის ქვეყანა, სადაც ის კარგად იქნება და იქნება ძალაუფლებით. სამშობლო მისთვის არ არსებობს. მას ეს ხშირად უთქვამს.

დღევანდელი მისი გამოხდომა იმის გამოხატულებაა, რომ უკრაინა იყო მისი სამშობლო, ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი. ახლა შეეგუა, როგორც ჩანს უკრაინიდანაც გამოუშვეს. შესაბამისად, ეძებს ახალ ადგილს.

ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ აპირებდა ჩამოსვლას. მისი მხრიდან ესეც ისეთივე ცრუ დაპირებაა, თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ ის აუცილებლად ჩამოვა, წარდგება არა მხოლოდ სასამართლოების წინაშე, არამედ მოიხდის იმ სასჯელსაც, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.