კონგოში გაუჩინარებული სოსო ოსორაულის ძმა სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს
კონგოში გაუჩინარებული პილოტის სოსო ოსორაულის ძმა, გიორგი ოსორაული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
გიორგი ოსორაული ძმას საკუთარი სახსრებით რამდენიმე თვეა, ეძებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კონგოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იყო.
მისი ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცოცხალია და კიდევ ერთ პირთან ერთადაა დატყვევებული.
გიორგი ოსორაული ამბობს, რომ ძმის დასახსნელად საკუთარი სახსრები არ ყოფნის და აუციელებელია, ამ საქმეში სახელმწიფო ჩაერთოს.
გიორგი ოსორაულმა დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად მიმართა, თუმცა ჯერ ოჯახს არავინ დაკავშირებია.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი და კონგოს სამხედრო ძალების მიერ დაქირავებული პილოტი ადგილობრივმა მეამბოხეებმა 2017 წლის 27 იანვარს დაატყვევეს.