სოსო ფხაკაძე - „თიბისი ბანკი“ ბიზნესასოციაციის წევრია და გვინდა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს
სოსო ფხაკაძე - „თიბისი ბანკი“ ბიზნესასოციაციის წევრია და გვინდა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე იმედოვნებს, რომ მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებაში პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება.

„თიბისი ბანკი“ ბიზნესასოციაციის წევრია და გვინდა, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრების სამართლიან და ობიექტურ ინტერესებს. დანარჩენი სასამართლოს ხელშია. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ეს ერთადერთი სწორი გზაა”, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.