მამუკა ხაზარაძე – პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადავდივართ

14:44, 01.11.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან.

აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან; უწყვეტი პროტესტი – ქუჩის აქციები; ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება“, – წერს ხაზარაძე.

მსგავსი