მამუკა ხაზარაძე - პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადავდივართ
მამუკა ხაზარაძე - პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადავდივართ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან.

აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან; უწყვეტი პროტესტი – ქუჩის აქციები; ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება“, – წერს ხაზარაძე.