სომხური მედია – პარტია „აყვავებული სომხეთი“ და საპარლამენტო ბლოკი „წარუკიანი“ ოპოზიციას უერთდება

17:05, 23.04.2018

სომხური მედიის ინფორმაციით, პარტია „აყვავებული სომხეთი“ და საპარლამენტო ბლოკი „წარუკიანი“, რომლის ლიდერიც გაგიკ წარუკიანია, ოპოზიციას უერთდება.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარტიაში გაკეთდა.

საპროტესტო აქციებიდან 11 დღის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.

მსგავსი