დონალდ ტრამპი – საარჩევნო ბიულეტენზე მე არ ვიყავი, რომ ვყოფილიყავი, გამანადგურებელი უპირატესობით გავიმარჯვებდით
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა რომ წარედგინა, შედეგი განსხვავებული იქნებოდა.
„მე საარჩევნო ბიულეტენზე არ ვიყავი და რომ ვყოფილიყავი, გამანადგურებელი უპირატესობით გავიმარჯვებდით! გმადლობთ ყურადღებისთვის ამ საკითხის მიმართ“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მედიაში გავრცელდა „ენბისი ნიუსის“ პროგნოზი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია მოიპოვებს და დაახლოებით 244 მანდატს მიიღებს.