დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, არჩევნების შედეგები მიიღოს და მოუთმენლად ელოდება დემოკრატებთან მუშაობას

08:34, 04.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, შუალედური არჩევნების შედეგები მიიღოს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობას.

„აბსოლუტურად მზად ვარ, მივიღო ეს შედეგები. იცით, მოუთმენლად ველოდებით მათთან მუშაობას. ალბათ, რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი