შოშეთის უძველესი საიდუმლო – აღმოჩენა რაჭაში

21:35, 01.11.2026

უძველესი წარსულის ახალი კვალი და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა ზემო რაჭაში – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში, შოშეთის ტერიტორიაზე, ძვ. წ. პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით დათარიღებული ნამოსახლარის არსებობა დადასტურდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ უნიკალური არტეფაქტები, მასშტაბური ნაგებობის ნაშთები და კოლხური კულტურის ძეგლები აღმოაჩინა. საველე სამუშაოებისას ასევე გამოვლინდა წიდის ფრაგმენტები, რაც შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე მადნის დამუშავების პროცესზეც მიუთითებდეს.

რა საიდუმლოს ინახავს შოშეთის არქეოლოგიური სივრცე და რას ცვლის ექსპედიციის შედეგები რაჭის ისტორიაში – რეპორტაჟი ახლახანს აღმოჩენილი წარსულიდან.

მსგავსი