სომხური მედია - პარტია „აყვავებული სომხეთი“ და საპარლამენტო ბლოკი „წარუკიანი“ ოპოზიციას უერთდება
სომხური მედიის ინფორმაციით, პარტია „აყვავებული სომხეთი“ და საპარლამენტო ბლოკი „წარუკიანი“, რომლის ლიდერიც გაგიკ წარუკიანია, ოპოზიციას უერთდება.
განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარტიაში გაკეთდა.
საპროტესტო აქციებიდან 11 დღის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.