წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი – მდიდრები და გავლენიანი ადამიანები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ფულით ცდილობდნენ, ამერიკელმა ხალხმა მათ გასცა პასუხი, რომ აშშ არ იყიდება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.
ჯეფრისი, რომელიც დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, აღნიშნავს, რომ პარტია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად იმუშავებს.
„ჩვენ, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. ქვეყანაში ბევრი რამ არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ჯეფრისმა.
მისი თქმით, ამერიკას სჭირდება კონგრესი, რომელიც ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს.
„მდიდრები და გავლენიანი ადამიანები ამ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ფულით ცდილობდნენ. ამერიკელმა ხალხმა მათ მკაფიო პასუხი გასცა და აჩვენა, რომ ამერიკა არ იყიდება“, – აღნიშნა ჯეფრისმა.
ჯეფრისის განცხადებით, დემოკრატები ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.
„ჩვენ გვესმის თქვენი, გხედავთ და ვგრძნობთ თქვენს სათქმელს. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები მზად ვართ, თქვენი ცხოვრება უკეთესი გავხადოთ“, – განაცხადა ჯეფრისმა.