„სიენენის“ პროგნოზით, ტეხასისა და ოჰაიოს შტატებში დემოკრატი კანდიდატები რესპუბლიკელებს ამარცხებენ, დემოკრატმა გაიმარჯვა კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებშიც
„სიენენის“ პროგნოზით, ტეხასის შტატში დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ რესპუბლიკელი კენ პაქსტონი დაამარცხა. ტალარიკო 1994 წლის შემდეგ ტეხასის პირველი დემოკრატი სენატორი გახდება.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ეს დემოკრატებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შედეგია.
„ეს ნამდვილად წარმოუდგენელი შედეგია. ტეხასი აშშ-ის ყველაზე დიდი რესპუბლიკური შტატია. თუ ის მერყევ შტატად გადაიქცევა, ეს ორივე პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამასთან, დემოკრატებს პრეზიდენტობის მოსაპოვებლად დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – განაცხადა “სქაინიუსის” საარჩევნო ანალიტიკოსმა, რობ ფორდმა.
ამასთან, „სიენენის“ პროგნოზით, კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატმა ხავიერ ბესერამ გაიმარჯვა. ხავიერ ბესერა კალიფორნიის ისტორიაში პირველი ლათინოამერიკული წარმოშობის გუბერნატორი გახდება.
ამასთან, ოჰაიოს შტატში დემოკრატი შეროდ ბრაუნი რესპუბლიკელ მოქმედ სენატორ ჯონ ჰასტედს ამარცხებს.
ცნობისთვის, შუალედური არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს და რამდენად შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას.