სომხური მედია - ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ინტეგრაციულ გაერთიანებაზე ტელეფონით ისაუბრეს
სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ინტეგრაციულ გაერთიანებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებზე პუტინისა და ფაშიანიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.