სომხური მედია – ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ინტეგრაციულ გაერთიანებაზე ტელეფონით ისაუბრეს

18:31, 16.11.2018

სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ინტეგრაციულ გაერთიანებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებზე პუტინისა და ფაშიანიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.

მსგავსი