სომხეთში ყოფილი დეპუტატი აბრაჰამ მანუკიანი ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების პერიოდს.
ყოფილ დეპუტატს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი ბრალდება ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანსაც წაუყენეს, რასაც სომხეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.