სომხეთში ყოფილი დეპუტატი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს

23:55, 27.06.2020

სომხეთში ყოფილი დეპუტატი აბრაჰამ მანუკიანი ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების პერიოდს.

ყოფილ დეპუტატს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი ბრალდება ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანსაც წაუყენეს, რასაც სომხეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

მსგავსი