სომხეთში რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი და რუსული მედია ავრცელებენ.
როგორც მედია იუწყება, ერევანში, სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან ერთად, ასევე იმყოფებიან რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო.
რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
მხარეები მოლაპარაკებების დროს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.