სომხეთში რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ

11:40, 21.11.2020

სომხეთში რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი და რუსული მედია ავრცელებენ.

როგორც მედია იუწყება, ერევანში, სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან ერთად, ასევე იმყოფებიან რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო.

რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მხარეები მოლაპარაკებების დროს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

მსგავსი