სომხეთში „კოვიდ-19“-ის 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 11 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 2 941 ტესტი გაკეთდა.
ამ დროისთვის სომხეთში 11 945 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 216 863 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 139 ადამიანი.