სომხეთში „კოვიდ-19“-ის 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 11 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ქვეყანაში  ბოლო დღე-ღამეში 2 941 ტესტი გაკეთდა.

ამ დროისთვის სომხეთში 11 945 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 216 863 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 139 ადამიანი.

დატოვე კომენტარი