სომხეთში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსის 663 შემთხვევაა დაფიქსირებული. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 მარტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.