სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

01:31, 03.04.2020

სომხეთში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსის 663 შემთხვევაა დაფიქსირებული. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 მარტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მსგავსი