სომხეთში კორონავირუსის 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 730 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსზე ტესტირება 2 728 ადამიანს ჩაუტარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსი 141 937 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, „კოვიდ-19“-მა 2 914 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ჯამში 116 976-ს შეადგენს.