სომხეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი ინფიცირებული.
ამგვარად, სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.
სომხეთში სულ „კოვიდ-19“ 1 677 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 864 ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.