სომხეთში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

11:44, 25.04.2020

სომხეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი ინფიცირებული.

ამგვარად, სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

სომხეთში სულ „კოვიდ-19“ 1 677 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 864 ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მსგავსი