სომხეთში კორონავირუსის 801 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 801 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 801 შემთხვევა გამოვლინდა, 451 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 24 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 721 ტესტი ჩატარდა.

23 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 185 020 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 169 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 384 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 862 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.