სომხეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 928 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 324 ადამიანს დაუდასტურდა, 928 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 1 601 ტესტი ჩატარდა.
5 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 160 220 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 145 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 878 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 692 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.