სომხეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 928 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 928 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 324 ადამიანს დაუდასტურდა, 928 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 1 601 ტესტი ჩატარდა.

5 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 160 220 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 145 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 878 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 692 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.