სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გააკეთეს.
სულ ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2 782 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 185 ადამიანი. ვირუსით დაიღუპა 42 პაციენტი.
ეპიდემიის გამო სომხეთში 16 მარტიდან საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 14 მაისამდე გაგრძელდება.