სომხეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:38, 07.05.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გააკეთეს.

სულ ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2 782 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 185 ადამიანი. ვირუსით დაიღუპა 42 პაციენტი.

ეპიდემიის გამო სომხეთში 16 მარტიდან საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 14 მაისამდე გაგრძელდება.

მსგავსი