სომხეთში კორონავირუსის 1 013 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსის 1 013 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში „კოვიდ-19-ის“ 1 013 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 648 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 148 325 შემთხვევა, მათ შორის 125 169 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.