სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 ივლისის მდგომარეობით სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 32 151 შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 573 პაციენტი. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული კიდევ 183 პაციენტი სხვა თანმხლები დაავადების შედეგად გარდაიცვალა.
დღემდე საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 11 500-ზე მეტი პაციენტი.