სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:22, 13.07.2020

13 ივლისის მდგომარეობით სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 32 151 შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 573 პაციენტი. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული კიდევ 183 პაციენტი სხვა თანმხლები დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

დღემდე საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 11 500-ზე მეტი პაციენტი.

მსგავსი